საკორპორაციო სამართალი
კომპანიის დაფუძნებიდან, მისი ყოველდღიური ოპერაციების იურიდიული მხარდაჭერის, რეორგანიზაციის და სტრუქტურიდან გასვლის დაგეგმვის ჩათვლით. ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს მრავალწლიანი გამოცდილების გამოყენებას თქვენი საკორპორაციო სამართლებრივი საკითხების ეფექტური იურიდიული მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად.
- სათანადო საკორპორაციო ფორმის შერჩევა და სტრუქტურირება
- კომპანიის რეგისტრაცია
- სარეგისტრაციო მონაცემების ცვლილება (პარტნიორი/დირექტორი/სახელი და სხვ.)
- M&A
- კორპორაციული მართვა და პარტნიორთა შეთანხმებები
- ლიკვიდაცია
საგადასახადო სამართალი
ჩვენი პრაქტიკული გამოცდილება საგადასახადო მიმართულებით ეხმარება ბიზნესსა და ფიზიკურ პირებს საგადასახადო საჭიროებათა ოპტიმიზაციაში და ფეხს უწყობს ცვალებად რეგულაციებს. ჩვენ გთავაზობთ პერსპექტივაზე ორიენტირებულ დაგეგმვას, მიმდინარე კონსულტაციებს და მხარდაჭერას ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ ხელშეკრულებების გამოყენებასა და სატრანსფერო ფასწარმოქმნის სტრატეგიებში. მიუხედავად იმისა, თქვენი საქმიანობა ლოკალურია თუ საერთაშორისო, ჩვენ გეხმარებით, რომ გადასახადები თქვენი მიზნების შესაბამისად ფუნქციონირებდეს.
- საგადასახადო სტრუქტურირება, დაგეგმვა და ლიცენზირება (კორპორაციებისა და ფიზიკური პირებისათვის)
- ორმაგი დაბეგვრის ხელშეკრულებები და კონსულტირება
- ტრანსფერ ფრაისინგი და საგადასახადო დიუ დილიჯენსი
- მიმდინარე საგადასახადო კონსულტაციები და შესაბამისობა
სახელშეკრულებო სამართალი
ჩვენ გეხმარებით ძლიერი და მკაფიო ხელშეკრულებების შექმნაში თქვენი მიზნების გათვალისწინებითა და რისკების მინიმალიზაციის დაპრიორიტეტებით ხელშეკრულებების. პროექტის მომზადებიდან დაწყებული, მოლაპარაკებებითა და შეწყვეტის სტრატეგიებით დასრულებული, ჩვენ გთავაზობთ სრულსპექტრიან მხარდაჭერას ნებისმიერი ტიპის კომერციულ შეთანხმებასთან დაკავშირებით. ჩვენი მიდგომა აერთიანებს იურიდიულ სიზუსტესა და ბიზნეს პრაქტიკულობას.
- ხელშეკრულებების მომზადება, რევიზია და მოლაპარაკებების მხარდაჭერა
- სამართლებრივი შეფასება და რისკების ანალიზი
- ცვლილებების შეტანა ხელშეკრულებებში და ხელშეკრულებიდან გასვლის (შეწყვეტის) სტრატეგიები
უძრავი ქონება და მშენებლობა
უძრავი ქონების შეძენის, განვითარების თუ გაყიდვის პროცესში, ჩვენ ვუწევთ კლიენტებს კონსულტაციას კომპლექსური ტრანზაქციების განხორციელებაში. ჩვენი მომსახურება მოიცავს სამართლებრივ შემოწმებას სანებართვო შესაბამისობასა და ზონირებას, რაც გეხმარებათ საკუთრების უფლების დაცვასა და ხარჯიანი შეფერხებების თავიდან აცილებაში. ჩვენ ასევე ვეხმარებით კლიენტებს მსხვილი დეველოპერული პროექტების სტრუქტურირებასა და მოლაპარაკებების წარმოებაში.
- ნასყიდობის მხარდაჭერა და მოლაპარაკებების წარმოება
- საკუთრების რეგისტრაცია, საკუთრების ისტორიის შემოწმება, ქონებაზე უფლებრივი მდგომარეობის რევიზია
- მიწათსარგებლობის, ზონირებისა და მშენებლობის ნებართვები
- უძრავი ქონების სამართლებრივი შემოწმება და შესაბამისობა
შრომითი სამართალი
ჩვენ გთავაზობთ მრავალმხრივ მომსახურებას შრომის სამართლის სფეროში, რათა დავეხმაროთ დამსაქმებლებს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შენარჩუნებაში, შრომითი ურთიერთობების მართვასა და ინსპექტირების ან დავების პროცესების წარმართვაში. შრომითი დოკუმენტაციის მომზადებიდან დაწყებული, აუდიტებისა და სასამართლო დავების წარმოებით დასრულებული, ჩვენ ვიცავთ თქვენს ინტერესებს და ვამცირებთ სამართლებრივ პასუხისმგებლობის დადგომის საფრთხეებს.
- შრომითი ხელშეკრულებები, შინაგანაწესი და შიდა პოლიტიკის დოკუმენტების მომზადება
- შრომის ინსპექტირება და დავების გადაწყვეტა
- მიმდინარე კონსულტაციები შრომის კანონმდებლობასთან შესაბამისობის საკითხებზე
ლიცენზირება
ჩვენ ვეხმარებით კლიენტებს საკანონმდებლო ჩარჩოში ორიენტირის განსაზღვრაში. ასისტირებას ვუწევთ პირებს ლიცენზიების მოპოვებაში ფინანსური ინსტიტუტების, ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერებისა (VASP) და სხვა რეგულირებადი სექტორებისთვის. ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს დოკუმენტაციის დროულ და კანონშესაბამის წარდგენას შეფერხებების მინიმალიზაციით და სამართლებრივ გაურკვევლობის გარეშე.
- ლიცენზირების პროცესის მხარდაჭერა VASP, PSP, მისო (MFI) და საინვესტიციო ერთეულებისთვის
- კომერციული საბანკო საქმიანობისა და ვალუტის გადამცვლელი პუნქტების ლიცენზირება
- სათამაშო ბიზნესის ლიცენზიები და მასთან დაკავშირებული კონსულტაციები
ინტელექტუალური საკუთრება
ჩვენ მხარს ვუჭერთ ბიზნესს ინოვაციების, სასაქონლო ნიშნებისა და ინტელექტუალური საკუთრების დაცვაში, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე. რეგისტრაციიდან და პორტფელის მართვიდან დაწყებული, ინტელექტუალური საკუთრების სამართლებრივი შემოწმებითა და უფლებების აღსრულებით დასრულებული, ჩვენ გთავაზობთ სტრატეგიულ იურიდიულ კონსულტაციებს, რომლებიც პასუხობს თქვენს მიზნებს.
- სასაქონლო ნიშნების, გამოგონებისა და დიზაინის რეგისტრაცია (ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე)
- საავტორო უფლებების დაცვა და სალიცენზიო ხელშეკრულებები
- ინტელექტუალური საკუთრების სამართლებრივი შემოწმება ინვესტიციებისა და ტრანზაქციებისთვის
ქომფლაიენსი
ჩვენ ვეხმარებით ბიზნესს შექმნან და შეინარჩუნონ შესაბამისობის მყარი ჩარჩოები საკანონმდებლო, ოპერაციულ და მონაცემთა დაცვის სფეროებში. შიდა პოლიტიკის შემუშავებიდან და რისკების შეფასებიდან დაწყებული, მონაცემთა დაცვითა და სექტორული რეგულაციებით დასრულებული, ჩვენი მხარდაჭერა მორგებულია თქვენს ინდუსტრიასა და რისკის პროფილზე. მიუხედავად იმისა, ემზადებით აუდიტისთვის, უშვებთ ახალ პროდუქტს თუ ფართოვდებით რეგულირებად სექტორებში, ჩვენ უზრუნველვყოფთ თქვენი საქმიანობის სამართლებრივ გამართულობასა და სტრატეგიულ შესაბამისობას.
- შიდა შესაბამისობის პოლიტიკა და პროცედურები
- მარეგულირებელი რისკების შეფასება და ხარვეზების ანალიზი (Gap Analysis)
- მონაცემთა დაცვის შესაბამისობა (GDPR, ადგილობრივი კანონმდებლობა, DPO როგორც სერვისი)
- თანამშრომელთა ტრენინგი, შესაბამისობის საკონტროლო სიები (Checklists) და მზადყოფნა აუდიტისთვის
- მხარდაჭერა სხვა რეგულირებადი სექტორების შესაბამისობაში (ფინანსები, ციფრული მომსახურება და ა.შ)
დავების გადაწყვეტა
ვეხმარებით კლიენტებს დავების მართვაში იმგვარი სტრატეგიებით, რომლებიც მორგებულია მათ ინტერესებზე და მიმართულია სასურველი შედეგის მისაღწევად როგორც სასამართლო წესით, ისე სხვა ბერკეტებით. ჩვენი გუნდი აერთიანებს მოლაპარაკებების წარმოების უნარებს, მედიაციის ექსპერტებსა და სასამართლო დავების წარმოების ღრმა გამოცდილებას, რათა კონფლიქტები ეფექტურად გადაიჭრას და მინიმუმამდე დაიყვანოს თქვენი ბიზნესის ან პირადი საქმიანობის შეფერხება. ჩვენ თქვენს გვერდით ვართ ნებისმიერ ეტაპზე: იქნება ეს ადგილობრივი სასამართლოები, ადმინისტრაციული ორგანოები თუ საერთაშორისო ტრიბუნალები.
- მოლაპარაკებების წარმოება
- მედიაცია
- არბიტრაჟი
- სასამართლო დავების წარმოება
- წარმომადგენლობა ადმინისტრაციულ და მარეგულირებელ ორგანოებში
ბუღალტრული მომსახურება (ერთი ფანჯრის პრინციპი)
ჩვენ გთავაზობთ ფუნდამენტურ ფინანსურ და ბუღალტრულ მხარდაჭერას საქართველოში მოქმედ საერთაშორისო კომპანიებსა და უცხოელებს. ჩვენი სანდო პარტნიორული ქსელისა და შიდა კოორდინაციის მეშვეობით, ჩვენ უზრუნველვყოფთ თქვენი საქმიანობის შეუფერხებელ მუშაობას, კანონთან შესაბამისობასა და ფინანსურ გამართულობას.
- ბუღალტერიის წარმოება და აღრიცხვის სისტემის გამართვა
- ფინანსური ანგარიშგება
- საგადასახადო დეკლარირება და დღგ-ის (VAT) ანგარიშგება
- ხელფასების ადმინისტრირება (Payroll) და შესაბამისობა
- ფინანსური აუდიტის კოორდინაცია
- საბუღალტრო შესაბამისობა და მიმდინარე საგადასახადო კონსულტაცია