ჩვენ შესახებ
მისია
იურიდიულ სირთულეებში მოქნილი ლავირება — თქვენი ინტერესების შესაბამისად, თქვენთან ერთად პროცესების გაანალიზებისა და პრობლემების გადაჭრის გზით.
ხედვა
ვიქცეთ იურიდიული პარტნიორად, რომლისთვისაც სიცხადე და სტრატეგიული აზროვნება ჩვეულებაა და არა გამონაკლისი.
ღირებულებები
იურიდიული სირთულიდან — სტრატეგიულ სიცხადემდე.
მაღალი რისკის მქონე გადაწყვეტილებებიდან ყოველდღიურ ოპერაციებამდე, ჩვენ იურიდიულ სირთულეებს ვთარგმნით პრაქტიკულ და მოქმედებაზე ორიენტირებულ ხედვებად. სიცხადესა და შედეგებზე ორიენტირებით, გეხმარებით სრულ სურათში გარკვევასა და მიზანმიმართულ წინსვლაში.
მრჩეველზე მეტი — თქვენი საკონსულტაციო პარტნიორები.
ჩვენი გუნდი აერთიანებს მდიდარ და პრაქტიკაზე ორიენტირებულ ცოდნას კორპორატიულ, კომერციულ და რეგულირებად სექტორებთან დაკავშირებულ საკითხებში, პრაქტიკულ და ბიზნესზე ორიენტირებულ აზროვნებასთან ერთად — კლიენტებისთვის თავდაჯერებული გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობის შექმნით.
გამოწვევების გადაჭრა თქვენთან ერთად — თქვენგან დისტანცირების გარეშე.
ჩვენ ვუზრუნველყოფთ მკაფიო, პასუხისმგებლიან და თქვენს გრძელვადიან მიზნებთან თანხვედრილ პროფესიულ მხარდაჭერას. იქნება ეს ბიზნესის გაფართოება, რესტრუქტურიზაცია, დასაქმება, გარიგებების მხარდაჭერა თუ სხვა რისკების მართვა — ჩვენ ვქმნით პრაქტიკაზე ორიენტირებულ იურიდიულ სტრატეგიებს.
ჩვენი ისტორია
როგორც პრაქტიკოსმა იურისტებმა, რომელთაც კარიერის განმავლობაში გვიმუშავია არაერთ იურიდიულ ფირმასა და კორპორატიული იურისტის პოზიციებზე, საკუთარმა გამოცდილებამ დაგვანახა, რამდენად ცდება იურიდიული მომსახურება რეალურ საჭიროებებს — ქმნის კომპლექსურ პასუხებს მცირე სტრატეგიული ღირებულებით, ან ვერ ერგება ბიზნესის ყოველდღიური მართვის რეალობას.
სწორედ ამან მიგვიყვანა SLP Law Office-ის შექმნამდე — პროფესიული გარემოს ჩამოყალიბებამდე, რომელიც არ არის ორიენტირებული მხოლოდ ქომფლაიენსზე, არამედ გამჭვირვალობაზე, თავდაჯერებულობასა და რეალურ პროცესებზე. ჩვენი მრავალწლიანი საკონსულტაციო გამოცდილებიდან გამომდინარე, შევქმენით მოდელი, რომელიც ეფუძნება დიზაინ-აზროვნებას — სადაც პროფესიული მხარდაჭერა არის მოქნილი და თანხვედრაშია თქვენს გრძელვადიან მიზნებთან.
კორპორაციული სტრუქტურირებიდან და სახელშეკრულებო ურთიერთობებიდან დაწყებული, საგადასახადო, შრომით და მარეგულირებელ სტრატეგიამდე — ჩვენი ფოკუსი მიმართულია იმაზე, რომ იურიდიული სირთულე თქვენს ინტერესებზე მორგებულად მუშაობდეს. იქნება ეს ზრდის პროცესის მართვა, რისკების შემცირება თუ ახალ ბაზრებზე შესვლა, ჩვენი გუნდი გთავაზობთ არა მხოლოდ იურიდიულ ხედვას, არამედ სანდო, სპეციალიზებული პროფესიონალებისა და ბიზნესისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი სერვისების ქსელზე წვდომას.
SLP Law Office-ში გვჯერა, რომ პროფესიული მხარდაჭერა უნდა იყოს მოქნილი ინსტრუმენტი — და არა დამატებითი თავსატეხი. სწორედ ამიტომ ვავითარებთ ჩვენს იურიდიულ ფირმას; ვაყალიბებთ პარტნიორებისა და კლიენტების მზარდ საზოგადოებას, რომელსაც აერთიანებს ხელმისაწვდომი, სტრატეგიული და პროგრესზე ორიენტირებული იურიდიული კონსულტირების საერთო ხედვა.
ჩვენი გუნდი
ვის ვემსახურებით:
SLP Law Office ემსახურება ბიზნესებს, მეწარმეებს და ფიზიკურ პირებს, რომელთათვისაც გამჭვირვალობა, სტრატეგიული ხედვა და შედეგზე ორიენტირებული იურიდიული გადაწყვეტები არსებითია
განურჩევლად იმისა, ხარ:
- ახალი თუ მზარდი სტარტაპი
- ხელშეკრულებებისა და ტრანზაქციების გაფორმების/განხორციელების პროცესში
- მართავ შრომით თუ საგადასახადო ქომპლაიენსს
- ახორციელებ ინვესტირებას უძრავ ქონებასა თუ რეგულირებად სექტორში
- ცდილობ საკუთარი ინტელექტუალური საკუთრების დაცვას
- გეგმავ საერთაშორისო რელოკაციას
- ამენეჯმენტებ საკორპორაციო მართვასა და მასთან დაკავშირებულ საკითხებს
- ემზადები რეორგანიზაციისათვის
ჩვენი კლიენტები იცვლიან სექტორებს და მომართვის საფუძვლებს, თუმცა მათ ყოველთვის აერთიანებთ: გამჭვირვალე, მარტივად აღქმადი, ეფექტური და პრაქტიკული გადაწყვეტილებების დანერგვის საჭიორება და სურვილი
სიახლეები
IT Residence Permit in Georgia
Who Can Apply and How to Get It From 2025, Georgia offers a special temporary residence permit for IT professionals, designed for foreign tech employees, IT entrepreneurs, and inte
Foreign Employment and Entrepreneurship in Georgia: New Rules from March 2026
On June 26, 2025, the Georgian government adopted a legislative package introducing sweeping reforms to labor migration and self-employment rules. These changes will come into effe
Empowering Innovation through Law
Innovation thrives on bold ideas — but those ideas need protection to become real. At SLP Law Office, we help innovators turn creativity into sustainable business by making the l
გსურთ ჩვენთან თანამშრომლობა?
დაუკავშირდით ჩვენს გუნდს დღესვე

